ბაზისბანკის მხარდაჭერით, თბილისში ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა გაიხსნა

ბაზისბანკთან, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილეს მხარდამჭერთან პარტნიორობით, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაფართოებული სერვისებით, მრავალფუნქციური კლინიკის ფორმატით იწყებს ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე, ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიარო იქნება, რომელიც მოსახლეობას თანამედროვე, კომფორტულ და პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს.

რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ახალი კლინიკის შენობის სრული რემონტი და თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ინვენტარის შეძენა ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

„ვივო მედიქალ ჯგუფის“ წევრი, ჟორდანიას კლინიკა, ჯანდაცვის სექტორისთვის ახალი, მნიშვნელოვანი ობიექტი წარმოდგენილია 100 საწოლით. სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას ქმნის. მნიშვნელოვანია ის, რომ კლინიკა ინარჩუნებს მის მთავარ მიმართულებას ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ამავდროულად გააერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: ორსულთა მეთვალყურეობა, გინეკოლოგია, გინეკოლოგიური ქირურგია, უროლოგია, მამოლოგია, მეანობა-ნეონატოლოგია.
სამედიცინო ცენტრის დაგეგმარება და აღჭურვა განხორციელდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით საქართველოში პირველი სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრია, რომლის ისტორიაც 1958 წლიდან იწყება. კლინიკის არსებობის მანძილზე სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. 2016 წლიდან, ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანების შემდეგ, კლინიკა სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.



ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა
კობახიძე - აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც საჯარო დისკუსიას გავმართავ
კობახიძე - შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
საგარეო - ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო