„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ავტომობილის ისეთ დეტალებს, როგორებიცაა საბურავები, აკუმულატორი, საცხებ-საპოხი მასალები, ფილტრები, გაგრილებისა და სამუხრუჭე სისტემები. ყველა ამ პროდუქტის სრული ასორტიმენტის შეძენას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინმაღაზიასა და ფილიალებში 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით მომხმარებელი სპეციალური ფასდაკლებით შეძლებს. გარდა ამისა, „თეგეტა“ მძღოლებს სავალი ნაწილის უფასოდ დათვალიერებასაც სთავაზობს.

ტემპერატურის მატებასთან ერთად, პირველ რიგში, საბურავების მდგომარეობა უნდა გადამოწმდეს, რადგან ეს ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელსაც სეზონურობა ახასიათებს. ამიტომ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს გადააჭარბებს, უსაფრთხოდ მგზავრობისთვის ზამთრის საბურავები ზაფხულის საბურავებით უნდა ჩანაცვლდეს. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე ძალიან საიმედოა. Tegeta Shop-ში საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო ფილიალებში - გაორმაგებული ქეშბექი. შესაძლებელია, სასურველი საბურავის შერჩევა პრემიუმბრენდებიდან: Continental, Bridgestone, Michelin, Petlas, Pirelli და სხვა.

ზაფხულისთვის ავტომობილის მომზადება აკუმულატორის მდგომარეობის შემოწმებასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის შეცვლასაც გულისხმობს, რადგან ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. თეგეტას ფილიალებსა და ონლაინმაღაზიებში აკუმულატორების შეძენა 25%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. „თეგეტაში“ წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ევროპული და ამერიკული აკუმულატორები, მათ შორის Varta, Energizer, Exide.

საცხებ-საპოხი მასალები, მაგალითად, ძრავის ზეთი, სეზონურობით არ გამოირჩევა, ის ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებით, მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთარში ძრავა მაღალი დატვირთვით მუშაობს და ზეთს რესურსი უფრო მალე ეწურება. ძრავის ზეთის შემოწმება და შეცვლა „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი, სადაც ზეთების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ონლაინმაღაზიასა და ფილიალებში წარმოდგენილია მაღალი ხარისხის ბრენდები - Mobil, Motul, Shell, Petronas და სხვა.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, რომლებიც თბილი სეზონის მოახლოებასთან ერთად უნდა გადამოწმდეს, ეს არის ფრეონის დონე გაგრილების სისტემაში, ჰაერისა და სალონის ფილტრები, სამუხრუჭე დისკები, ხუნდები და სამუხრუჭე სითხე. „თეგეტა მოტორსში“ ავტონაწილების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო სერვისის სრულ ასორტიმენტზე - 20%-იანი. ავტომობილის შემოწმებასა და საჭირო ავტონაწილების შერჩევაში მომხმარებლებს „თეგეტას“ სპეციალისტები დაეხმარებიან.

___

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.



ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა
კობახიძე - აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც საჯარო დისკუსიას გავმართავ
კობახიძე - შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
საგარეო - ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო