მკაცრად ვგმობ ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმას - გუტერეში

მკაცრად ვგმობ ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმას,- ასე გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღაზაში, ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას.

გუტერეშის განცხადებით, საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს.

"შეძრწუნებული ვარ ასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო იმ თავდასხმის გამო, რომელიც დღეს ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე მოხდა. მკაცრად ვგმობ ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმას.

ჩემი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს",- წერს გუტერეში.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 ოქტომბერს ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში აფეთქება მოხდა, რასაც 500-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საავადმყოფოში აფეთქება ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოვარდნამ გამოიწვია. თავად „ისლამური ჯიჰადი“ აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.



პროკურატურა - სასამართლომ ნარკოდანაშაულსა და ფულის გათეთრებაში 10 პირი დამნაშავედ ცნო
საფრანგეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს არჩევნებში რუსული ჩარევებიცაა ნახსენები
პუტინის თანაშემწე - მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი და დაინტერესებულია კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებით
გახარიას პარტია - მივმართავთ ,,ქართული ოცნებას“ სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები