ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად შოვში ჰოლანდიიდან დასასვენებლად ჩავიდა, ისინი დაკარგულთა სიაში არიან

ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად შოვში ჰოლანდიიდან დასასვენებლად ჩავიდა. ისინი დაკარგულთა სიაში არიან. ახლობლებს და მაშველებს ჯერ არ შეუძლიათ მათთან დაკავშირება.

„ავტომანქანით წავიდნენ შოვის დასათვალიერებლად, მაგრამ არც მანქანა ჩანს და ვერც ამ ადამიანებს ვუკავშირდებით. გუშინ, 12 საათის შემდეგ, კონტაქტზე აღარ გამოსულან. არც მანქანა ჩანს, არც ეს ოჯახი ჩანს“ – ამბობს ავთო ყავლაშვილი.

ამ დროისთვის დამეწყრილ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებიან ზაზა მესხის ნათესავებიც.

აქტივისტი ემზარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

"ზაზა და მისი ოჯახი მრავალი წელია ემიგრაციაში არიან, ჰოლანდიაში ცხოვრობს მის ცოლ-შვილთან ერთად. ერთმანეთი აქციებზე გავიცანით, ძალიან პატრიოტი კაცია და ყოველთვის ცდილობს ჩართული იყოს სხვადასხვა აქციების ორგანიზებაში. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქეა. როგორც ჩანს, ზაფხულში ოჯახთან ერთად სამშობლოში ჩამოვიდა დასასვენებლად და უსაფრთხო დასვენებაც არ აღმოჩნდა საქართველოში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უვნებლებს იპოვიან  სხვანაირად არ შეიძლება ეს მოხდეს. " - წერს კვარაცხელია.

 



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას