ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი ჯარისკაცის თავის კვეთაზე - რა მარტივად კლავენ ეს მხეცები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი დამცველების სიკვდილით დასჯის ვიდეოზე კომენტარი გააკეთა. ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინონ და დაეხმარონ უკრაინას ტერორთან ბრძოლაში.

"არის რაღაც, რასაც მსოფლიოში ვერავინ დააიგნორებს: რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო... უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯა... მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს არის ვიდეო, რომელიც აჩვენებს რუსეთს ისეთს, როგორიც ნამდვილად არის. როგორი ქმნილებები არიან ისინი. მათთვის არ არსებობენ ადამიანები. ვაჟი, ძმა, ქმარი.. ვიღაცის შვილი... ეს არის ვიდეო, სადაც რუსეთი ცდილობს, ახალ ნორმად აქციოს ცხოვრების განადგურების ასეთი ჩვევა. ეს არ არის უბედური შემთხვევა. ეს არ არის ეპიზოდი. ადრეც ასე იყო. ასე მოხდა ბუჩაში. ათასჯერ. ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება. ყველა ლიდერმა. ნუ ელოდებით, რომ ამ ყველაფერს დავივიწყებთ.

არაფრის დავიწყებას არ ვაპირებთ. არც ჩვენ ვაპირებთ მკვლელების პატიებას. ტერორის დამარცხება აუცილებელია. ვერავინ გაიგებს, თუ ლიდერები რეაგირებას არ მოახდენენ. საჭიროა მოქმედება ახლა! და ჩვენ უკრაინაში მაქსიმალურად უნდა ვფოკუსირდეთ ფრონტზე. დაგვეხმარეთ, რამდენადაც შეგიძლიათ - გავდევნოთ ოკუპანტი ჩვენი მიწიდან! მთავარი მიზანი გამარჯვებაა. ოკუპანტის დამარცხება, მკვლელების დასჯა. მარადიული ხსოვნა ყველა ადამიანს, ვისაც სიცოცხლე რუსულმა ტერორმა წაართვა" - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ სპეციალურ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულებამ მოითხოვა რუსი ტერორისტების ორგანიზაციიდან გაძევება.

  „აბსურდია, რომ რუსეთი, რომელიც ISIS-ზე უარესია, ხელმძღვანელობს გაეროს უშიშროების საბჭოს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო მინისტრმა.

რუსულ ტელეგრამ არხებში გამოჩნდა ვიდეო, თუ როგორ აჭრიან თავს უკრაინელ ტყვე ჯარისკაცს. "ტომარაში მისი თავი და გავუგზავნით სამხედრო მეთაურს" - წერია რუსულ პროპაგანდისტულ არხში რომელმაც ვიდეო გაავრცელა.

ვიდეოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ყვითელი სამკლაურით, როგორც ჩანს, უკრაინელი სამხედრო ტყვე მიწაზე წევს. მის ზემოთ არის შენიღბული მამაკაცი აშკარა ნიშნების გარეშე, მაგრამ მას აქვს თეთრი ზოლი, რომელიც არის რუსი სამხედრო და პრორუსი მებრძოლების დამახასიათებელი ნიშანი.

ცოცხალ პატიმარს, რომელიც ტკივილისგან ყვირის დანით თავს აჭრის.



ჯო ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 675 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა