პუტინის თეორია დასავლეთის გაუქმების კულტურის შესახებ, ჯოან როულინგმა მკაცრად გააკრიტიკა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ სიმართლე რუსეთის შესახებ გზას მსოფლიოში კულტურით გაიკვლევს. ამის შესახებ მან კულტურისა და ხელოვნების სფეროში პრეზიდენტის პრემიების ლაურეატებთან შეხვედრის გახსნისას გამოთქვა.
პუტინმა გააკრიტიკა დასავლეთში არსებული ე.წ. გაუქმების კულტურა. მისი თქმით, ეს "გუშინ არ დაწყებულა". 

"როგორც ცნობილია, ჩვენ ეს კარგად ვიცით, ჰოლივუდში, მაგალითად, ერთი მეორეს მიყოლებით გამოდიოდა ფილმები, რომელშიც ნაციზმზე გამმარჯვებელ ერთადერთ მხარედ შეერთებულ შტატებს აცხადებდნენ. ამით წითელი არმიის სიმამაცე და გმირობა, რომელმაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა... უბრალოდ აიღეს და "გააუქმეს"". – აღნიშნა პუტინმა და დაამატა, რომ "გააუქმეს" აშშ-ს მიერ იაპონიაში ჰიროშიმასა და ნაგასაკის ატომური იარაღით დაბომბვა.

მან ასევე ახსენა ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორი, ჯოან როულინგი. 

"ცოტა ხნის წინ "გააუქმეს" საბავშვო მწერალი, ჯოან როულინგი, რადგან, ავტორი იმ წიგნებისა, რომლის ასობით მილიონი ეგზემპლარიც მთელს მსოფლიოში გაიყიდა, არ მოეწონათ ე.წ. გენდერული თავისუფლებების მოყვარულებს". – თქვა პუტინმა. 
მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა მწერალმა პუტინს პასუხი მალევე გასცა.
"დასავლური გაუქმების კულტურის კრიტიკა, ალბათ, არ არის საუკეთესო მათ მიერ, ვინც ამჟამად კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს წინააღმდეგობისთვის, ან ვინც აპატიმრებს და წამლავს თავის კრიტიკოსებს. #ვდგები უკრაინასთან" - დაწერა როულინგმა ტვიტერზე.
ჯოან როულინგის საქველმოქმედო ფონდი Lumos უკრაინაში, ობოლთა თავშესაფარში დარჩენილ 100 000 ბავშვს დაეხმარება.
ორგანიზაცია უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების უსაფრთხოდ გაყვანაზე იმუშავებს. ასევე ქვეყანაში გაიგზავნება სამედიცინო აღჭურვილობა. გადარჩენილ ბავშვებს ასევე დაეხმარებიან ფსიქოლოგები.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას