AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

საქართველოს ბანკი პარტნიორ GPC-ის დაბადების დღეს მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებით აღნიშნავს.

28, 29 და 30 ოქტომბერს, მომხმარებლები საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათით გადახდისას GPC-ის ფიზიკურ ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიაში მინიმუმ 100 ლარის შენაძენზე 30 ლარს დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის ფიზიკურ ფილიალში გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა განხორციელდეს. ონლაინ გადახდისას კი უნდა აირჩიოთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი. ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება. თითოეული მომხმარებელი შეთავაზების ფარგლებში მაქსიმუმ 30 ლარს დაიბრუნებს.

ონლაინ შოპინგისას გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით გადახდისას.

ინფორმაციისთვის, GPC-ში მომხმარებლებს მედიკამენტების, თავის მოვლის საშუალებებისა და სხვა სააფთიაქო პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. დაბადების დღის აღსანიშნავად, GPC-ში შერჩეულ ბრენდებზე ასევე მოქმედებს შიდა 25%-იანი ფასდაკლება.



ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით თოჯინების თეატრების გაერთიანებამ ახალი სეზონი დაიწყო
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო