საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

საქართველოს ბანკი მოსწავლეებსა და სტუდენტებს 15 სექტემბერს გემრიელად წასახემსებლად სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. ხვალ, პარტნიორ კვების ობიექტებში Student და sCool Card-ით გადახდისას, ახალგაზრდები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ.

აქციის პირობები ვენდისში, დანკინსა და საბვეიში

sCool Card -ის მომხმარებლები ვენდისში, დანკინსა და საბვეიში გადახდილი თანხიდან 30%-ს ქეშბექის სახით დაიბრუნებენ. (ლიმიტი: მაქსიმუმ 50 ლარი ჯამურად)

მოსწავლეებმა ვენდისის, დანკინის და საბვეის შეთავაზება წინასწარ უნდა გაიაქტიურონ sCoolApp-ში.

აქციის პირობები კვებისა და ტკბილეულის სხვა ობიექტებში

30%-იანი ქეშბექი ასევე იმოქმედებს შემდეგ პარტნიორებთან გადახდისას:

Burger Lions, პოკე ბარი, ჯეკი ჩანი, წიწილა, Mugsy’s Burger, Gochits, Big Sam, Burger Bar, Pazza, Wasabi, Wrap Master, Chicago Style, Los Amigos, Coffesta, Bobba, Spinny, Cinnabon, Lumiers, Lunatic და Dodonut. (ლიმიტი: მაქსიმუმ 50 ლარი ჯამურად სწრაფი კვებისა და 50 ლარი ჯამურად ტკბილეულის ამ ობიექტებში)

გაქვს სტუდენტური ან მოსწავლის ბარათი, მარტივად შეუკვეთე მობილბანკიდან, გამოიყენე შეთავაზებები და დაიწყე სასწავლო წელი სიახლეებით.



განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
საქართველოს ბანკმა „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა