საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე” რეგისტრაცია გრძელდება

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

პროგრამაში რეგისტრაცია 3 თებერვლამდე გრძელდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: leaderator.bog.ge.

ლიდერატორის პროგრამა 8 თვე გრძელდება.  ის ანაზღაურებადია და აერთიანებს ინტენსიურ ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ახლოდან გაეცნონ ბანკის მუშაობის პროცესს და იმ პროდუქტების შექმნას, რომლებიც მილიონზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები.

2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე:

ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში გააგრძელა.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge



ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ - რეზი ყენიას ფოტოამბავი
დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
„მამების სკოლა“ - „თეგეტელი“ მამების ახალი გამოცდილება
“ვაიზერი” საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს