Aljazeera - ისრაელის არმიის მიერ ქალაქ ხან-იუნისის დაბომბვას, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მიერ ქალაქ ხან იუნისის დაბომბვას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს კარვებზე, რომლებსაც დევნილი მოსახლეობა აფარებს თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზის ერთ-ერთი სკოლის შენობის დაბომბვის შედეგად, სადაც ასევე დევნილები იმყოფებოდნენ.

გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, საერთო ჯამში, სულ მცირე, 39 ადამიანი ემსხვერპლა, 123 კი დაშავდა.



ცესკო - საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან, რომ კანონით პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმება შეუძლებელია
„საქართველოს ბანკის“ გათამაშებაში I ეტაპის გამარჯვებული ინდ. მეწარმეები გამოვლინდნენ
არ მოატყუო ზამთარი - მოამზადე ავტომობილი „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით
ბორელი - საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, თუნდაც იმისთვის, რომ ისევ EU-ის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს