Telegraph - „თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს ქალების ხმის მოსმენა აუკრძალა

"თალიბანმა" ავღანეთში ქალებს ქალების ხმის მოსმენა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.

"სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის" მინისტრმა, ხალიდ ჰანაფიმ ახალი შეზღუდვა, ორშაბათს, ხმოვანი შეტყობინებით გაავრცელა.

"მაშინაც კი, როდესაც ზრდასრული ქალი ლოცულობს და სხვა ქალი გაივლის, ეს ლოცვა არ უნდა იყოს ისეთი ხმამაღალი, რომ სხვებს ესმოდეთ",- თქვა თავის გზავნილში მინისტრმა.

მიუხედავად იმისა, რომ "თალიბანის" გადაწყვეტილების დეტალები უცნობია, ავღანელი უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ქალებს, ფაქტობრივად, ერთმანეთთან ლაპარაკი აეკრძალათ. 

როგორც ქაბულში მცხოვრებმა Telegraph-ს უთხრა, ავღანეთში ცხოვრება ქალებისთვის წარმოუდგენლად მძიმეა.

"ფსიქოლოგიური წამების ფორმაა. ავღანეთში ცხოვრება ჩვენთვის, როგორც ქალებისთვის, წარმოუდგენლად მძიმეა. ყოველდღიურად გვაწამებენ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მოვისმინოთ სხვა ქალების ხმა და მე არ მესმის, საიდან მოდის ეს შეხედულებები",- აცხადებს ადგილობრივი.



ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
ცესკოში გადათვლის შედეგების და შემაჯამებელი ოქმების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
ცესკო - ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში ფარულობა სრულად დაცული იყო
თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა