ბაზისბანკი და ახალი თეატრი საერთაშორისო პროექტის პრემიერას წარმოგიდგენთ

ბაზისბანკი და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, 1 ნოემბერს, იტალიელი რეჟისორის ლეონარდო მანძანის სპექტაკლის “სირანო უნდა მოკვდეს“ პრემიერას შესთავაზებს თეატრის მოყვარულებს.

ედმონ როსტანის “სირანო დე ბერჟერაკის“ მიხედვით თავისუფალი ადაპტაციაა და მართლაც დიდი სიყვარულის, მეგობრობის, სიმამაცის ამბავია: მშვენიერი ლექსებითა და გულგასაგლეჯი ტრაგედიებით გაჯერებული, რომელიც რა ხანია აღელვებს და ცხარე ცრემლით ატირებს მაყურებელს. ასევე დიდი ღალატის და ტყუილისაც, რომელსაც ხშირად ჯიუტად არ ვიმჩნევთ.

“სირანო უნდა მოკვდეს“ კლასიკური პიესის გადაწერილი ვერსიაა,  სპექტაკლიკონცერტი, რომელშიც  მეცხრამეტე საუკუნის პოეტური სტრიქონების ნაცვლად, პერსონაჟები თანამედროვე ჰიპ-ჰოპის ენით მეტყველებენ და სადაც ამ უცნაურ და უჩვეულო ამბავს ამჯერად ქალის - როქსანის მონათხრობის მიხედვით გავეცნობით, - ერთადერთი მთავარი გმირის, რომელიც პიესაში არ მომკვდარა და ჯერაც ცოცხალია.

ბაზისბანკი, ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია.

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის და სანდრო მრევლიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია, თოჯინების თეატრების გაერთიანების და ახალი თეატრალური სივრცის - “თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორია, მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ არაერთ კულტურულ ღონისძიებას.



ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
ცესკოში გადათვლის შედეგების და შემაჯამებელი ოქმების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
ცესკო - ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში ფარულობა სრულად დაცული იყო
თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა