აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მტკიცედ გამოხატა "ქართული ოცნების" მხარდაჭერა.
"კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ქართველის ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან მტკიცედ გამოხატა მისი ნება, რომ ისინი მხარს უჭერენ "ქართული ოცნების" პოლიტიკას, ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. ყველა ბრალდება, რომელიც ეხება არჩევნების გაყალბებას, არ ეფუძნება არანაირ ფაქტს, არანაირი საფუძველი არ არსებობს.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია იმედგაცრუებულია რადგან მათ ვერ შეძლეს იმ დავალების შესრულება, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად.
,,ეს, რა თქმა უნდა, არის იმედგაცრუება რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ ვერ შეძლეს იმ დავალების შესრულება, რომელიც მიზნად ისახავდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ქვეყანაში. ხალხის ძალა არის უზენაესი და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოთ. ძალას და ხალხის ნებას ძალით ვერავინ ვერ შეცვლის. შესაბამისად, დღევანდელი დღეც არის მაგალითი, რომ ამ არჩევნების შედეგები, რომელიც არის ძალიან ცხადი ყველასთვის, არის ლეგიტიმური, გვაძლევს იმის აბსოლუტურ საშუალებას, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ხალხის სამსახური და ყველა ის საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, რაც გვქონდა დაწყებული.
ოპოზიციას არ აქვს ხალხის უმრავლესობის ნდობა, შესაბამისად, ეს იმედგაცრუება და იმედგაცრუებით გამოწვეული აქციები, ჩვენ და ჩვენს სახელმწიფოს ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს და ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. და, კიდევ ერთხელ, როგორც არის ხალხის დავალება, გაგრძელდება ხალხის სამსახური".
ლაზარე გრიგორიადისმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
აქციის მონაწილეებმა “ხალხის ძალის” დეპუტატის, დავით კაჭარავას მანქანა ალყაში მოაქციეს და სკანდირებდნენ “მონას”
გაზაფხულზე მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ
ჯპს-ში ქრონიკული მოხმარების მედიკამენტები 30% და მეტი ფასდაკლებით დაგხვდებათ
არგენტინაში ტყის მასიური ხანძარი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |