პოდოლიაკი - რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერა ეშმაკთან გარიგების ტოლფასია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერა "ეშმაკთან გარიგების ტოლფასი იქნება". 

პოდოლიაკის თქმით, შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მხოლოდ "დროს მისცემს, გააძლიეროს არმია და დაიწყოს ახალი, ამ ომში პოტენციურად უფრო ძალადობრივი თავი".

"თუ გსურთ, ეშმაკთან გარიგების დადება, რომელიც შემდეგ ჯოჯოხეთში ჩაგითრევთ, მაშინ გააკეთეთ ეს. ასეთია რუსეთი...

თუ დღეს რუსეთთან, რომელიც არ დამარცხდება ომში და არ იქნება სამართლებრივად პასუხისმგებელი მასობრივ დანაშაულებზე, რამეზე მოაწერთ ხელს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გამოიწერთ ბილეთს ამ ომის გაგრძელებაზე სხვა მასშტაბით, სხვა მოქმედი პირებით, მოკლული და ნაწამები ადამიანების განსხვავებული რაოდენობით“,- აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ გადაავადებს უფრო დიდი მასშტაბის ძალადობას.

„დიახ, ამან, შესაძლოა, გაყინოს კონფლიქტი გარკვეული დროით. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი იმუშავებს თავის შეცდომებზე და განაახლებს საკუთარ არმიას. აგრესორი ქვეყანა არ მოსულა უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად. ეს სისულელეა“,- თქვა პოდოლიაკმა.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა