ბარაკ და მიშელ ობამები ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურას მხარს უჭერენ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, კამალა ჰარისმა ობამას მხარდაჭერისა და ათწლეულების მანძილზე გაწეული მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მე და მიშელი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ არჩევნებში გადახვიდეთ და ოვალურ კაბინეტში მოხვდეთ“,- უთხრა ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კამალა ჰარისს სატელეფონო საუბრისას.

ყოფილმა პირველმა ლედიმ თქვა, რომ ამაყობს ჰარისით და მოელის, რომ მომავალი არჩევნები ისტორიული იქნება.

“არ შემიძლია, ამ სატელეფონო ზარის განხორციელება ისე, რომ ჩემს გოგოს, კამალას არ ვუთხრა, ვამაყობ შენით. ეს ისტორიული იქნება“,- უთხრა მან ჰარისს.

ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც ობამა სრულ მხარდაჭერას უცხადებს კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურას, მან ჰარისის მიღწევებზე ისაუბრა და თქვა:

“ჰარისს აქვს ხედვა, ხასიათი და ძალა, რასაც ეს კრიტიკული მომენტი მოითხოვს. ეჭვგარეშეა, რომ კამალა ჰარისს აქვს ზუსტად ის, რაც ამ არჩევნების მოსაგებად და ამერიკელი ხალხისთვის არის საჭირო“,- აღნიშნა ობამამ.



ჯო ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 675 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა