ევროკავშირი უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1,5 მილიარდ ევროს დღეს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ 1,5 მილიარდ ევროს გადასცემს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ლაიენის თქმით, კიევისთვის პირველი ტრანშის გადაცემა დღეს მოხდება.

„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. უკრაინას თავდაცვისა და აღდგენისთვის კიევს დღეს 1,5 მილიარდ ევროს შემოსავალს გადავცემთ, რომელიც რუსული გაყინული აქტივებიდან არის მიღებული. არ არსებობს უკეთესი სიმბოლო და უკეთესი გამოყენება კრემლის ფულისთვის, ვიდრე ის, რომ უკრაინა და მთელი ევროპა უფრო უსაფრთხო გახადოს“, – წერს ლაიენი.



ჯო ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 675 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა