შიდა ქართლის რეგიონის ინოვაციების ბანაკ TECHSKILLS BOOTCAMP 2024-ში კასპის მუნიციპალიტეტიდან 13 ახალგაზრდა გაემგზავრა

დღეს კასპის მუნიციპალიტეტიდან შიდა ქართლის რეგიონის ინოვაციების ბანაკი TECHSKILLS BOOTCAMP 2024-ში 13 ახალგაზრდა გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერიების და  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, შიდა ქართლის რეგიონის ინოვაციების ბანაკი TECHSKILLS BOOTCAMP 2024 ტარდება.

“5-დღიანი ბანაკი ბაკურიანში გაიმართება, რომელიც  Web/Mobile Development მიმართულებით ინტენსიურ ტრენინგ კურსებს და "ვორქშოპებს" მოიცავს. ბანაკში მონაწილეები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



ჯო ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 675 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა