პარლამენტთან, აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან, აქციაზე დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 30 ივლისს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

ახალგაზრდებს პროკურატურა პარლამენტთან რკინის ჯებირების დაზიანებას ედავება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა