რუსეთის თავდაცვა - საჰაერო ძალებმა 114 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, გვიან ღამით, 114 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია, „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჰარეო სისტემებმა 70 დრონი ყირიმისა და შავი ზღვის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 43 - კრასნოდარის, ხოლო 1 - ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე.

„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო კატარღებისა და თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სამიზნეების წინააღმდეგ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?