ბლინკენმა ალიევს სამშვიდობო ხელშეკრულების დაუყოვნებლივ დადებისკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დაუყოვნებლივ დადებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

დეპარტამენტის განცხადებით, ბლიკენმა ალიევთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ აშშ მზად არის მხარი დაუჭიროს შემდგომ ურთიერთქმედებას ნებისმიერი გზით, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის სასარგებლო იქნება.

„სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმების მიმართულებით მიაღწიეს და ხაზი გაუსვა შეთანხმების დაუყოვნებლივ მიღწევის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული. მან მოუწოდა აზერბაიჯანს, ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს“.

 



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?