კირბი - ნეთანიაჰუს განცხადება აშშ-ის მხრიდან იარაღის შეზღუდვაზე, იმედგაცრუებას და შეშფოთებას იწვევს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იარაღსა და საბრძოლო მასალას ზღუდავს, შეშფოთებას და იმედგაცრუებას იწვევს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, ნეთანიაჰუს განცხადება „რბილად რომ ვთქვათ, დამაბნეველი იყო“.

„არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელსაც უფრო მეტი გაუკეთებია ან გააგრძელებს უფრო მეტის გაკეთებას, ვიდრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა, რათა დახმარებოდა ისრაელს თავის დაცვაში“, - განაცხადა კირბიმ.

თეთრი სახლის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა იყო ნეთანიაჰუს მოტივაცია ბაიდენის ადმინისტრაციის გაკრიტიკებისას.

„თქვენ უნდა ესაუბროთ პრემიერ-მინისტრს იმის შესახებ, თუ რამ აიძულა მას ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს განცხადება ჩვენთვის რამდენადაც შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებული იყო, იმდენად არასწორი. ასე რომ, ძნელია იმის დადგენა, თუ რას გულისხმობდა ის“, - განაცხადა კირბიმ.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები იარაღსა და საბრძოლო მასალას ზღუდავს. 



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?