მედია - ევროკავშირი სომხეთს 18 მილიონი ევროთი დაეხმარება

ევროკავშირი სომხეთს 18 მილიონი ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას abc media ავრცელებს

როგორც მედია წერს, სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკომისიას შორის დაფინანსების შეთანხმება ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა.

დოკუმენტის პროექტი, სახელწოდებით "შეთანხმება სახელმწიფო გაძლიერებისა და გამძლეობის შესახებ სომხეთის რესპუბლიკისთვის" მთავრობის სხდომაზე ვიცე-პრემიერმა, მგერ გრიგორიანმა წარადგინა.

“აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს მთავრობის მხარდაჭერას უფრო ფართო რეფორმების პროცესში, ასევე მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციაში, კერძოდ, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სტრატეგიების განხორციელებაში”, - განაცხადა გრიგორიანმა.

 



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?