POLITICO - ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდეგი გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება. ამის შესახებ POLITICO წერს.

გამოცემის ცნობით, ალიანსის 32-ვე წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ამჟამინდელ ხელმძღვანელ იენს სტოლტენბერგს შეცვლის. 

როგორც POLITICO წერს, უნგრეთისა და სლოვაკეთის დასტურის შემდეგ, რუმინეთმა რუტეს მხარდაჭერა დაადასტურა, ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კი, აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

რუტე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თანამდებობას მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს დაიკავებს.



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?