ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ

ბელგიის მთავრობამ, რომელიც ამჟამად ევროკავშირს თავმჯდომარეობს, დაადასტურა, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პაკეტი გულისხმობს უზრუნველყოს ახალ ზომების მიღება, უკვე არსებული სანქციების გაძლიერების მიზნით, ხარვეზების აღმოფხვრას.

Reuters-ის ცნობით, ახალი პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსული თხევადი გაზის გადაზიდვის აკრძალვასაც ითვალისწინებს.

„ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ სანქციების ძლიერ და არსებით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი ითვალისწინებს ახალ მიზანმიმართულ ზომებს ამ დრომდე დაწესებული სანქციების ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდის კუთხით, ასევე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?