„სულაკაურის გამომცემლობის“ რჩეული მასწავლებლების ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია - ინიციატივის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

უკვე ოთხი წელია „სულაკაურის გამომცემლობა“ კამპანიას #მადლობამასწავლებელო ახორციელებს, რომლის მიზანი მასწავლებლების პროფესიის დაფასება და წინ წამოწევაა. ინიციატივის მხარდამჭერია "საქართველოს ბანკი".

პროექტის ფარგლებში, გამომცემლობა ყოველწლიურად რჩეულ მასწავლებლებს ავლენს და მათ სხვადასხვა სახის პრიზებს გადასცემს.

კონკურსის ფარგლებში  მასწავლებლების შერჩევა სხვადასხვა დამსახურებების მიხედვით ხდება.  მათ შორის,  ახალგაზრდების მიმართ გამოხატული გამორჩეული ნდობისა და მათი თავისუფალი აზრის დაცვისთვის; მოზარდებისთვის თვითგამოხატვის სივრცეებისა და საშუალებების შექმნისა და თემის გასაძლიერებლად შეუპოვარი ბრძოლისთვის; მოსწავლეების დაუვიწყარ თავგადასავლებში ჩართვისა და მრავალფეროვანი პროფესიული ძიებებისთვის; მასწავლებლის პროფესიის თანამედროვე გააზრებისთვისა და საკლასო ოთახში მოსწავლეებისთვის სიხარულისა და ცოდნის მომტანი ქაოსის მოწყობისთვის.

2024 წლის მასწავლებლების ჯილდოს ფარგლებში გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ:

ინიციატივის ფარგლებში, "საქართველოს ბანკმა" ათივე მასწავლებელს პლანშეტური კომპიუტერი გადასცა.

 



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?