გიორგი ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა.

„გიორგი ცაგარეიშვილი, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

2004-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.

სხვადასხვა წლებში, გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო.  2017-2018 წლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?