შუახევის მერი ჩირუხის მთაში იმყოფებოდა

შუახევის მერი ომარ ტაკიძე,  აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძესთან და შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, ჩირუხის მთაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შუახევის მერიის ცნობით, საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მთაში არსებულ საჭიროებებს გაეცნენ, ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებსა და ჩირუხის ტურისტული განვითარების კონცეფციაზე.

"მთაში, მოსახლეობას ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება. სეზონის გახსნამდე  გაიწმინდა მისასვლელი გზები. ამბულატორიის ექიმები, თსპ-ს ექთნებთან ერთად მოიალაღეებს პრევენციის მიზნით სამედიცინო დახმარებას ადგილზე გაუწევენ. სამედიცინო პერსონალი  აღჭურვილია პირველადი მოხმარების მედიკამენტებით.

უახლოეს პერიოდში, ამოქმედდება იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები ასევე ტურისტები", - ნათქვამია ინფორმაციაში.



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?