ქედის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ტრენინგი „თანაბარი შესაძლებლობები, თანაბარი უფლებები“ გაიმართა

14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ტრენინგი „თანაბარი შესაძლებლობები, თანაბარი უფლებები" გაიმართა, რომელსაც მოწვეული ტრენერი მერი ჩიმაკაძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, შშმ პირებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება და ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა.

„ასევე, შშმ პირთა რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებების დაძლევა.

ღონისძიება, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამის ფარგლებში გაიმართა”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?