პაპუაშვილი პრეზიდენტზე - არის ცალკეული საკითხები, როცა პიარულად სჭირდება, აკეთებს - როცა სახელმწიფო საკითხებია, მისგან პასუხები არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და სამწვრთენლო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებული დოკუმენტისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხელი დღემდე არ მოუწერია.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნული აჩვენებს პრეზიდენტის "სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ცალკეული საკითხების მიმართ".

"როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ 4 აპრილს მივმართეთ მე და პრემიერ-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრების, ისევე, როგორც სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების წერილით. დღემდე არ გვაქვს მისი პასუხი და ხელმოწერა ამ დოკუმენტზე. ეს არის ძალიან სამწუხარო და საბოლოო ჯამში, აჩვენებს მის დამოკიდებულებას, სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ცალკეული საკითხების მიმართ. არის ცალკეული საკითხები, რომლებსაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს ხოლმე და როცა სახელმწიფო საკითხები არის, ხედავთ ხოლმე, არანაირი პასუხები არაა მისი მხრიდან. ერთი მხრივ, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მეორე მხრივ, გასაგებია.

ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, გადააბიჯა ქვეყნის ინტერესებს. რასაც ვუყურებთ, ის ბოლო პერიოდში სრულად მოქმედებს გარედან კარნახით. რა კარნახიც მოსდის გარედან ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რა განცხადება გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ასე იქცევა",- ამბობს პაპუაშვილი.



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?