შაკო კუჭაშვილი: უამრავ ქართველში ეს დასანქცირებაც გააჩენს სამართლიან განცდას, რომ ოთარ ფარცხალაძე რაღაც კარგს აკეთებს და სწორედ ამიტომ სჯიან

შაკო კუჭაშვილი (სამოქალაქო აქტივისტი): - ციტატა

ქართველი კაცის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ბაიდენის ადმინისტრაციისგან ჰქვია თავისი სახელი და ყველამ ეს სახელი უნდა დაარქვას ამ ფაქტს - ეს არის შეტევა ქვეყანაზე. ოთარ ფარცხალაძეს შეიძლება ამ ფაქტით არც არაფერი დააკლდეს, მაგრამ თვითონ ფაქტია ძალიან აღმაშფოთებელი და ცხადია, ეს არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, რაც მსმენია ისაა, რომ აქვს დიდი ქრისტიანული ოჯახი,  დაფინანსებული აქვს რამდენიმე მონასტრის მშენებლობა და აქტიურად არის ჩართული ბევრ საქველმოქმედო საქმეში. ხოლო, რასაც ოპოზიციური პროპაგანდა ოთარ ფარცხალაძეზე წლების განმავლობაში ავრცელებს, ეს მხოლოდ მატებს მას პერსონალურ ღირსებას.

უამრავ ქართველში ეს დასანქცირებაც გააჩენს სამართლიან განცდას, რომ ოთარ ფარცხალაძე რაღაც კარგს აკეთებს და სწორედ ამიტომ ,,სჯიან".



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?