რომის პაპის ყალბი ფოტოს ამბავი

ფეისბუკზე  ვირუსულად გავრცელდა რომის პაპის ფრანცისკეს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო, რომელშიც მას თეთრი ქურთუკი აცვია. სოციალურ ქსელში გამოხმაურების მიხედვით, ფოტო ბევრმა ადამიანმა რეალურად აღიქვა.

პაპი ფრანცისკეს ფოტოები ხელოვნური ინტეელქტის ხელსაწყოს Midjourney-ის გამოყენებით შეიქმნა და თავდაპირველად ონლაინ პლატფორმაზე – reddit 24 მარტს გამოქვეყნდა. ფოტოები სხვადასხვა ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა და ყველგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გამოცემა Forbes წერს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა იმის დასადგენად, არის თუ არა ფოტოსურათი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, ხელების დათვალიერებაა.  მოახლოებულ კადრში ჩანს, რომ Midjourney-სთვის ხელების გენერირება ამ შემთხვევაშიც საკამაოდ რთული აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ Midjourney-ის მეშვეობით ნებისმიერი ადამიანის რეალისტური ფოტოს შექმნაა შესაძლებელი.  ამ ხელსაწყოს გამოყენებით მარტში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაკავების ამსახველი ფოტოც შეიქმნა. 



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?