პატრიარქმა კირილემ მღვდელს რომელიც მშვიდობისთვის ლოცულობდა მღვდლობა აუკრძალა

რუსეთის პატრიარქმა კირილემ პირადად აკრძალა ლუბლინის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მღვდელმსახურს, მღვდელ იოანე კოვალს მღვდელმსახურება მშვიდობისთვის ლოცვის გამო.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიებში იძულებით გავრცელებულ „ლოცვაში წმიდა რუსეთისთვის“, გამარჯვების ნაცვლად კოვალი მშვიდობას იყენებდა.

ორიგინალში ლოცვა ასე ჟღერს: ადექი, ღმერთო, რომ დაეხმარო შენს ხალხს და მოგვეცი გამარჯვება შენი ძალით.

მღვდელი კი ლოცვას ასე კითხულობდა: ადექი, ღმერთო, რომ დაეხმარო შენს ხალხს და მოგვანიჭე მშვიდობა შენი ძალით.

როგორც „ქრისტიანები ომის წინააღმდეგ“ განმარტავს, ეს კვალიფიცირებული იყო როგორც მღვდლის მიერ თვითნებობა.



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?