გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი კლდეს შეეჯაახა და აფეთქდა

სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც გუდაურში პარაპლანის ამოსაყვანად მიფრინავდა, კლდეს შეეჯაახა და აფეთქდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელის, ქეთი კოვზიაშვილის ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა, იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

მომხდარის შესახებ ყველა დეტალი დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის, - წერს ქეთი კოვზიაშვილი. 



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?