მაია დარსმელიძე - რუსული ბანძი მუსიკაც უნდა აიკრძალოს და რუსული არხები და პროდუქტიც მიჰყვეს

მომღერალი მაია დარსმელიძე "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ არა მხოლოდ მოსკოვის გამზირის კიევის გამზირად გადაკეთება, არამედ რუსული მუსიკა და არხებიც უნდა აიკრძალოს. 

"მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მხოლოდ მოსკოვის გამზირის კიევის გამზირად გადაკეთების იდეა არ მყოფნის.

რუსული ბანძი მუსიკაც უნდა აიკრძალოს და რუსული არხებიც მიჰყვეს. რუსული პროდუქტიც!

ჩვენ არ ვართ და არ ვიქნებით რუსეთი." - წერს მომღერალი. 

ცნობისთვის, 22 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდა ინიციატივით, რომ მოსკოვის გამზირის სახელი გადაკეთდეს და კიევის გამზირი დაერქვას. 



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?