სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

PSP-ის სააფთიაქო ქსელში სიახლეა - ფრანგული დერმოკოსმეტიკური ბრენდის, Neutraderm ყოველდღიური მოვლის საშუალებები. ბრენდის პროდუქცია განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის -  ჩვილობიდან უფროსი ასაკის ადამიანებამდე და განსაკუთრებულად ორიენტირებულია მშრალი, მგრძნობიარე და ატოპიური ტენდენციის მქონე კანის მოვლაზე.

Neutraderm ფრანგული დერმოკოსმეტიკური ბრენდია, რომლის კონცეფციაც კანის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას, დამცავი ბარიერის გაძლიერებასა და მიკრობიომის დაცვას ეფუძნება. ბრენდი აერთიანებს დერმატოლოგიურ ცოდნას, ინოვაციურ აქტიურ ინგრედიენტებსა და მაღალი ტოლერანტობის ფორმულებს, რომლებიც შექმნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ბრენდის ფილოსოფიის თანახმად, კანის მოვლა უნდა იყოს არა მხოლოდ ეფექტური, არამედ მაქსიმალურად ნაზი და უსაფრთხო. Neutraderm განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ფორმულების შემუშავებას, ბუნებისა და ინოვაციების შერწყმას, გარემოზე ზრუნვასა და პასუხისმგებლიან წარმოებას.

Neutraderm-ის პროდუქცია საფრანგეთში იწარმოება. ფორმულებში გამოყენებულია ბრენდის დაპატენტებული A.O.S (Active Oligo Skin) კომპლექსი. პროდუქცია შექმნილია მაღალი ბიოდეგრადირებადობის მქონე ინგრედიენტების გამოყენებით, ადაპტირებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად და შემოწმებულია დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ დერმატოლოგიური კონტროლის პირობებში.

PSP-ს ქსელში წარმოდგენილია Neutraderm-ის ყოველდღიური მოვლის საშუალებების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მათ შორის: ნაზი გამწმენდი გელი „3 ერთში“, ნაზი შამპუნი-კონდიციონერი, გამწმენდი წყალი და დამამშვიდებელი და დამატენიანებელი კრემი „3 ერთში“. პროდუქტები შექმნილია მგრძნობიარე კანის ნაზი მოვლისთვის, მათ შორის ჩვილებისთვის.

ბრენდის ფორმულები მიზნად ისახავს:

„PSP-ის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის ინტერესების დაცვა და მისთვის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. როგორც ფარმაციის ლიდერი ბრენდი, PSP მუდმივად აფართოებს ასორტიმენტს და ქართველ მომხმარებელს ახალ, ხარისხიან და ეფექტურ პროდუქტებს აცნობს.

სიახლე PSP-ში ფრანგული დერმოკოსმეტიკური ბრენდის Neutraderm-ის პროდუქტებია, რომლებიც მთელი ოჯახისთვის, ჩვილობიდან ნებისმიერი ასაკის მომხმარებლამდე, არის განკუთვნილი. ასორტიმენტი მოიცავს საშუალებებს მშრალი და მგრძნობიარე კანის ყოველდღიური მოვლისთვის, კანის სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნების შესამცირებლად, ასევე ძალიან მშრალი, მგრძნობიარე და ატოპიური ტენდენციის მქონე სხეულისა და თავის კანის მოვლისა და ინტიმური ჰიგიენისთვის.

ასორტიმენტის მუდმივი განახლება და მომხმარებლისთვის საინტერესო სიახლეების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – აცხადებენ PSP-ში.

Neutraderm-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია PSP-ის აფთიაქებში და ონლაინ, ვებგვერდზე: go.psp.ge/3UYlRNZ.



AnchorBlack Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
ისარგებლე Amex-ის Black Friday შეთავაზებებით - მიიღე მეტი MR ქულა და ფასდაკლებები