თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

თიბისი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ფინანსები, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დამოუკიდებლად მართონ ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით და მარტივად მიიღონ ყველა საჭირო საბანკო პროდუქტი თუ მომსახურება.

ემიგრანტების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში სპეციალური გუნდია შექმნილი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებების შესაბამის საბანკო და არასაბანკო პროდუქტებს ქმნის, ხოლო უკვე არსებულს - მუდმივად ხვეწს და ავითარებს.

თიბისიში, ემიგრანტებს, შემდეგი საბანკო პროდუქტებით შეუძლიათ სარგებლობა:

,,ჩვენი მიზანია, ემიგრანტებისთვის, საბანკო მომსახურება მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ყოველდღიურად აქვთ ფინანსური სერვისებით სარგებლობის საჭიროება. სწორედ ამიტომ, ვქმნით და ვავითარებთ ისეთ პროდუქტებსა და მომსახურებას, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სრულფასოვნად მართონ საკუთარი ფინანსები, ისარგებლონ საბანკო პროდუქტებით და ყველა საჭირო მომსახურება დისტანციურად მიიღონ. გვინდა, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ბანკთან ურთიერთობა დამატებითი ბარიერების გარეშე შეძლონ და თავი საქართველოსთან კიდევ უფრო ახლოს იგრძნონ”, - გიორგი ხომასურიძე, თიბისის ემიგრანტების სეგმენტის მიმართულების ხელმძღვანელი.

სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილი პროდუქტების და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/emigrants



„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებით
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა. ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია