სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სექტემბრის თვეში, ხუთი განსხვავებული თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 700-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო.

ტრენინგების ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბიზნესთან დაკავშირებულ თემებსა და საკითხებზე სფეროს ექსპერტებისგან მიეღოთ უახლესი, სასარგებლო ინფორმაცია და დაესვათ შეკითხვები.

სექტემბრის ტრენინგები შემდეგი საკითხების განხილვას დაეთმო:

გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ, რომლებსაც საკუთარ საქმიანობაში, ფინანსური მონაცემების უკეთ გამოყენება სურთ.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება და მის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო. სესიებზე დასწრება თიბისის ბიზნესმომხმარებლებს  წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.   

ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, მეწარმეებისთვის, უახლესი და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.  



ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო