Anchorისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით

საქართველოს ბანკი მობილბანკის მომხმარებლებს გაუმჯობესებულ გამოცდილებას სთავაზობს. ამჯერად, განახლდა თანხის გაყოფის, უცხოურ ბანკში გადარიცხვების და გადახდის შაბლონების ფუნქციონალები.

თანხის გაყოფის განახლებული შესაძლებლობები

თანხის გაყოფის ფუნქციონალში ორი ახალი მეთოდი გახდა ხელმისაწვდომი, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთო ხარჯები არა თანაბრად, არამედ სხვადასხვა ნაწილად დაყონ. ამისთვის მობილბანკში ორი ფუნქციონალი გაჩნდა: 

ამასთან, თანხის გაყოფა უკვე შესაძლებელია დოლარსა და ევროში განხორციელებული გადარიცხვებისთვისაც.

უცხოურ ბანკში გადარიცხვების ტრეკერი

უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალში განახლებული ტრეკერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს, რა ეტაპზეა მისი გადარიცხვა. მათ შორის, არის თუ არა თანხა შუამავალ ბანკში, საჭიროა თუ არა დამატებითი დოკუმენტი ან დასრულებულია თუ არა გადარიცხვა წარმატებით.

შაბლონის შექმნა პირდაპირ გადახდის პროცესში

კომუნალური და სხვა განმეორებითი გადახდების შესრულებისას მომხმარებელს აღარ სჭირდება ცალკე შაბლონების სივრცეში გადასვლა - IOS-ის მომხმარებლებისთვის შაბლონის შექმნა ახლა უშუალოდ გადახდის გვერდიდან არის შესაძლებელი. სიახლე მალე დაემატება Android-ის მომხმარებლებისთვის.

განაახლეთ მობილბანკი და ისარგებლეთ გაუმჯობესებული ფუნქციონალებით.



საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო