City Mall-ში საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათით შოპინგისას 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებთ

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს City Mall-ში სპეციალურ აქციას სთავაზობს.

23-დან 29 მარტის ჩათვლით, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები City Mall-ში გადახდისას 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ. შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელია მაქსიმუმ 10,000 MR ქულის დაგროვება.

ინფორმაციისთვის, აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია შეთავაზების წინასწარ გააქტიურება მობილბანკში და გადახდის განხორციელება Wallet-ში დამატებული ბარათით.

აღნიშნული აქცია ვრცელდება მხოლოდ City Mall საბურთალოსა და გლდანში არსებულ მაღაზიებში და არ მოიცავს კვების ობიექტებს, აფთიაქებსა და მარკეტებს.

აღსანიშნავია, რომ ბანკმა საკრედიტო Amex ბარათის აღების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა.  მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ბარათი სრულად ციფრულად, მობილბანკიდან,  წამებში მიიღონ. ბარათის დამტკიცებისთანავე შესაძლებელია მისი დამატება Apple Pay-სა და Google Pay-ში და გადახდის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.



City Mall-ში საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათით შოპინგისას 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებთ
ბაზისბანკის და თოჯინების თეატრების გაერთიანების პარტნიორობა გრძელდება
GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია