დარეგისტრირდი CODE IT-ზე - შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს

საქართველოს ბანკის, ICT ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტი Code IT ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს.

ამისათვის, პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 22 თებერვლამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

სასწავლო კურსი პროგრამირებით დაინტერესებული 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად მოხდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებშისწავლა სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ბანკის მიერ.

პროექტის განმავლობაში, შეხვედრები საქართველოს 9 ტექნოპარკსა (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, გურჯაანი, ახმეტა, თელავი) და დამატებით ლოკაციაზე (მესტია, გორი, საგარეჯო, პანკისი, რუსთავი, ფოთი) ტარდება. 

პროგრამა ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს - მოსწავლეები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, კურსის დასრულების შემდეგ კი ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, შეადგინონ პროფესიული პორტფოლიო.

Code IT-ის ფარგლებში, მონაწილეები ასევე ესწრებიან ვებინარებს, სადაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ რჩევები და გაიარონ კონსულტაციები კარიერული განვითარების მიმართულებით.

სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს:

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, გააგრძელონ სწავლა მომდევნო მოდულებზე. 

საქართველოს ბანკიროგორც განათლების მთავარი მხარდამჭერიმოსწავლეებისთვის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობსსწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge



Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად - ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი
გალტ & თაგარტმა HIF Tbilisi 2026-ზე ტურიზმის საინვესტიციო ტენდენციების შესახებ მიგნებები გააზიარა
დარეგისტრირდი CODE IT-ზე - შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა