საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი “ბიზნეს პროფაილინგი” დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ქმნის. ამ მიზნით, ვითარდება საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმა, რომელსაც ახალი კურსი,  „ბიზნეს პროფაილინგი“  დაემატა.

კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვისა და მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ, ბიზნესში გადაწყვეტილების მიღების პროცესები გააუმჯობესონ.

ბიზნესკურსით მონაწილეები გაიგებენ:

კურსს უძღვება მარიამ კვარაცხელია - კლინიკური ფსიქოლოგი და ჰედვაის აკადემიის დამფუძნებელი.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან, ონლაინ, ნებისმიერ დროს მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო პლატფორმა მუდმივად ახლდება.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ეს ერთიანი სივრცეა, რომელიც ბიზნესს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს განვითარების ყველა ეტაპზე სთავაზობს.

 



საქართველოს ბანკის პარტნიორმა „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო
168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება