ბაზისბანკის მომხმარებლებს, მობაილბანკით თანხის მომენტალური გადარიცხვა ან ანგარიშზე მიიღება მობილურის ნომრით, უკვე საქართველოს ბანკთან და კრედო ბანკთან შეუძლიათ.
მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემა საქართველოს ბანკის მიერ პირველად დაინერგა და მისი მეშვეობით ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ ან მიიღონ თანხა, ტრანზაქცია კი მიმღების ანგარიშზე მომენტალურად, 24/7-ზე აისახება.
პირველად საქართველოში, მობაილბანკით თანხის გადარიცხვა შესაძლებელია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე აშშ დოლარსა და ევროში. ლარში ერთჯერადად გადარიცხვისას 10,000 ლარის ოდენობის, ხოლო აშშ დოლარსა და ევროში 1,000 ერთეულის ლიმიტი მოქმედებს.
მომენტალური გადარიცხვების უპირატესობებია:
- მობაილ ბანკით თანხის გადარიცხვა/ჩარიცხვა მობილურის ნომრით
- პირველად, ვალუტის გადარიცხვა/ჩარიცხვა მობაილ ბანკით
- 24/7-ზე თანხის მომენტალური ასახვა მიმღების ანგარიშზე
გადარიცხეთ მობილურის ნომრით საქართველოს ბანკის ან კრედო ბანკის ანგარიშებზე ან მიიღეთ თანხა ბაზისბანკის ანგარიშზე მომენტალურად, მობაილ ბანკით 24/7-ზე.
24/7-ზე მომენტალური გადარიცხვების შესახებ დეტალურად გაეცნობით აქ

