ძველი ბათუმის რეაბილიტაციაზე 179 მილიონი უკვე დაიხარჯა – რას აკეთებს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ძველი ბათუმის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომში ამ დოკუმენტის საფუძველზე სამუშაოების წარმოება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს შეისყიდა. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „საბა კონსტრაქშენთან“ 2023 წელს გააფორმეს.

პროექტი, რომელშიც ბიუჯეტიდან 200 მილიონი იხარჯება, საჯარო გაცნობისთვის არ გამოუქვეყნებიათ.

ახლახან „ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემული 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პროექტი პრობლემურია. თუმცა, არავის დაუზუსტებია ამ პრობლემურ პროექტებში ხომ არ არის ისტორიული ბათუმის რეაბილიტაციის ან ბათუმში, გმირთა ხეივნის მოწყობის პროექტი.

ძველ ბათუმში შენობები ისევ ხარაჩოებში და მწვანე ან შავ სამშენებლო ბადეშია გახვეული

ტროტუარების ნაწილი ისევ გადათხრილია

ჯერ ისევ არ ვიცით, კონკრეტულად, რომელი სპეციალისტების ჩართულობით მოამზადა „საბა კონსტრაქშენმა“ ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტი და მონაწილეობდნენ თუ არა ამ პროცესში ხელოვნებათმცოდნეები, ვისაც იმ საზოგადოების ნდობა აქვთ, რომლებიც ძეგლებს იცავენ და მათი ავთენტური სახით შესანარჩუნებლად ხან საპროტესტო აქციებს მართავენ, ხან კი სასამართლოში ასაჩივრებენ გადაწყვეტილებებს.



ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა
სელფი მობაილი ქსელის სიახლეებს ახალი კამპანიით გვიყვება
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს