საქართველოს ბანკმა PWM/The Banker-ისგან ქვეყანაში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა კიდევ ერთ გლობალურ დაჯილდოებაზე გამარჯვება მოიპოვა. ბანკი საერთაშორისო გამოცემების The Banker-ისა და Financial Times-ის ჯგუფის წევრი Professional Wealth Management (PWM)-ის 2025 წლის პერსონალური საბანკო მომსახურების დაჯილდოებაზე ქვეყანაში საუკეთესოდ დასახელდა. დაჯილდოება 2009 წლიდან იმართება და იგი ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებებსა და წამყვან პოზიციებს აღიარებს.

“მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდოს მფლობელი გახდა. ჩვენ პერსონალიზებულ, ყოვლისმომცველ პროდუქტებსა და სერვისებს ვქმნით მომხმარებლებისთვის, რომლებიც სრულყოფილებისა და ინოვაციურობისკენ მიისწრაფვიან. საქართველოს ბანკის Wealth Management და SOLO მიმართულებებით, უახლეს საბანკო ტრენდებს ვნერგავთ, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით კი პერსონალური საბანკო მომსახურება უწყვეტ, ხელმისაწვდომ, მსოფლიო დონის გამოცდილებად ვაქციეთ“, - აცხადებს ეთუნა ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ინფორმაციისთვის, გლობალური პერსონალური საბანკო მომსახურების დაჯილდოების მონაწილეებს ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და ევროპაში მოღვაწე, ინდუსტრიის 23 ექსპერტი აფასებს. გამარჯვებულები კი ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების, საინვესტიციო მოდელებისა თუ გაუმჯობესებული მომსახურების კრიტერიუმების საფუძველზე ვლინდებიან.

 



12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა