საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 30 ნოემბრამე გრძელდება

თუ ხარ VII-XI კლასის მოსწავლე, 30 ნოემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე, გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე.

 

ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები და მათი მენტორები 3 თვის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით STEM პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.

 

ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

 

ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილეობა 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ უკვე მიიღო. ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკამათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე სტატუსით (აღნიშნული სკოლის გუნდებს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილების მიღების მიზნით სთავაზობს პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათი შედეგები არ გამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკამათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ).

 



საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა