Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Global Finance-მა, მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა.

გარდა ამისა, Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ ზედიზედ მეორედ, მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად აღიარა.

საქართველოს ბანკი საუკეთესოდ დასახელდა შემდეგ კატეგორიებში:

აღსანიშნავია, რომ Global Finance-ის ჯილდოს მონაწილეები იყვნენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბანკები, როგორიცაა: Relovut, Bank of America, BBVA, DBS,Citi და სხვა. მონაწილეები გლობალური საკონსულტაციო, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა, საბოლოო გამარჯვებულები კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.

გამარჯვებულები ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდის და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.

Global Finance გავლენიანი ბრიტანული გამოცემაარომელიც 1987 წლიდან არსებობს და მკითხველები მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან ჰყავსგამოცემა რეგულარულად გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებსროგორც გლობალურადისე რეგიონულ და ქვეყნის დონეზედაჯილდოებარომელიც უკვე 26-ედ გაიმართამსოფლიო ფინანსური ინდუსტრიისთვის სანდო წყაროდ იქცა.



„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა