ერეკლე ბაღაშვილი - ველომოგზაური, რომლის ჟინიც არასდროს ჩერდება

იცით, რითი განსხვავდებიან შეუჩერებელი ადამიანები? ისინი ყოველთვის იმ გზას ირჩევენ, სადაც სხვები შესაძლებლობას ვერ ხედავენ. და ეს იმიტომ, რომ მათ ჟინი ამბოძრავებთ. ჟინი არ არის მხოლოდ სურვილი ან ამბიცია. ეს არის შინაგანი ძალა, რომელიც დანებებას არ ცნობს. 

თუ გზა მარტივია, ჟინი ქრება. მაგრამ საკმარისია წინ თავგადასავლებისა და დაბრკოლებების მთელი სერია მოჩანდეს, ჟინი ნამდვილ ცეცხლად იქცევა და იწყება ბრძოლა გამარჯვებამდე.

საქართველოს ბანკი სწორედ ასეთი შეუჩერებელი და მებრძოლი ადამიანების აღმოჩენასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ადამიანების, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, წინ მიიწევენ და არ ჩერდებიან, რადგან როგორც ჩვენი გმირი ამბობს:

 დღეს თუ დამარცხდიხვალ შეგიძლია ყველაფერი თავიდან დაიწყო“.

გიყვებით ერეკლე ბაღაშვილზე, 25 წლის ველომოგზაურზე, რომელიც მალე მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს. სამომავლო გეგმებამდე კი, გიამბობთ თუ რა გზა გაიარა მან და როგორ შექმნა თავისი შეუჩერებელი ჟინი.

პირველი გამარჯვება

ველოსიპედის მიმართ ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როდესაც 8 წლის ასაკში ლეგენდარულ ჯუმბერ ლეჟავას შეხვდა. სწორედ ეს შეხვედრა იქცა მისთვის შთაგონებად, რომელმაც მომავალში დიდ გეგმებზე ფიქრი დააწყებინა. დაახლოებით ერთი წლის წინ კი, პირველი ველოც შეიძინა და ბავშვობის ოცნებების ახდენა დაიწყო.

რამდენი მწვერვალიც არ უნდა დაიპყრო, პირველი გამარჯვებით მოტანილ თავისუფლებას, ბედნიერებას და ემოციას ვერაფერი შეცვლის. ერეკლესთვის ასეთი  სამცხე-ჯავახეთის გავლით, თბილისი-ბათუმის სამ დღიანი ველომოგზაურობა აღმოჩნდა.

თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა მოგზაურობის მესამე დღეს აჭარის მთებში, ხულოსთან, გოდერძის უღელტეხილზე ერეკლე ველოდან გადავარდა და საკმაოდ ძლიერი დაზიანებები მიიღო. დანიშნულების ადგილამდე 120 კილომეტრი აშორებდა, ამიტომ მოიკრიბა ძალა, კვლავ დაიწყო პედლების ტრიალი და სრული შემართებით განაგრძო გზა. მისთვის ეს იყო პირველი გამარჯვება და დაჯერება იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

გოდერძის უღელტეხილზე ველოსიპედიდან გადავვარდი და ძლიერი დაზიანებები მივიღეერთდროულად ვიგრძენი ტკივილიდაღლილობაშიშიც კიმაგრამ ყველაზე მეტად ბორბლებში მოყოლილი ჰამაკი მედარდებოდავინაიდანმასთან არაერთი ისტორიამათ შორის ამაზონის ჯუნგლებში გატარებული დღეები მაკავშირებდადანებების დრო არ იყომეგობრის დახმარებითმოვიკრიბე ძალადავჯექი ველოზე და ჯიუტად გავაგრძელე გზა“- იხსენებს ერეკლე ბაღაშვილი.

ჟინი ყველაფერს შეგაძლებინებს

ეს ყველაფერი მისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო. იმ დღიდან მოყოლებული, ერეკლე თავგადასავლებისა და მუდმივი ადრენალინის ძიებაშია.

და მართლაც, პორტუგალიაში ყოფნისას, გაბედულმა ველომოგზაურმა ერთი გიჟური, დაუჯერებელი იდეის განხორციელება დაისახა მიზნადდაისახა და შეასრულა კიდეც, პორტუგალიიდან საქართველომდე არსებული 5091 კილომეტრი 67 დღეში დაფარა.  

ცხელი მზე, წვიმიანი დღეები, რთული გზები და ცვალებადი კლიმატი, ერეკლესთვის მხოლოდ მორიგი გამოწვევა იყო საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად. 10 ქვეყანა გაიარა ისე, რომ ყველაზე რთულ გზებზეც კი თავს უსაფრთხოდ და თავისუფლად გრძნობდა. როგორც თავად აღნიშნავს, ჟინი არის ძალა, რომლითაც შენს გონებას გაუტეხელს ხდი, ასეთ დროს კი არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ვერ გადალახავ.

როცა ეს მოგზაურობა დავიწყე არც მიფიქრია რომ ვერ შევძლებდითავისუფალი გონება ყოველთვის იპოვნის გზასდა მეც შეუჩერებლად ვაგრძელებდი სვლას. “- ამბობს ერეკლე.

ჟინიმსოფლიო რეკორდის მოხსნას აპირებს

პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ, ველომოგზაურის დაუღალავმა ჟინმა მსოფლიო რეკორდის დამყარება განიზრახა. ამჯერად, ერეკლე აპირებს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებიდან გრიგოლეთამდე მანძილი 30 საათზე ნაკლებ დროში დაფაროს.

მისი თქმით, ეს გამოწვევა მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოცდა არაა. ეს არის ჯიუტი ნების, მენტალური გამძლეობის და შინაგანი ჟინის გამოცდა. რა დროსაც თითოეული კილომეტრი, გორაკი და წამი იქნება იმის მტკიცებულება, რომ ჟინი არასდროს ჩერდება. ველომოგზაურის თქმით ეს რეკორდი იქნება ერთგვარი ბილეთი მსოფლიო სპორტისკენ.

მჯერა რომ საკმარისი ფიზიკური მონაცემები და პოტენციალი მაქვს იმისთვისრომ ულტრაველო სპორტში პროფესიონალურად ჩავერთოშემდეგი ნაბიჯი 2026 წლის Transcontinental Race-ზე გასვლააევროპის ყველაზე დიდი ულტრაველო რბოლადაახლოებით იმავე მარშრუტისრაც პორტუგალიიდან 67 დღეში გამოვიარეორ კვირაშიდაფარვა მომიწევს.“,- აღნიშნავს ერეკლე.

ეს ყველაფერი გვახსენებს, რომ ერეკლესნაირი ადამიანები ჩვენთვის შთაგონების წყაროა. მათი შეუჩერებელი ჟინი, დაუღალავი ენერგია და მომავლის იმედი გვიჩვენებს, რომ არ არსებობს მწვერვალი, რომლის დაპყრობასაც ვერ შევძლებთ. რადგან მაშინ, როცა წინ თითქოს შეუძლებელი გველოდება, ჟინი გვაძლევს ძალას, არ დავნებდეთ და გავაგრძელოთ გზა გამარჯვებისკენ.

ერეკლე ბაღაშვილის დაუოკებელი ჟინის შესახებ კიდევ უფრო მეტის გაგება ამ ვიდეოში შეგიძლიათ.



მობილბანკში იგებ - საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი
ერეკლე ბაღაშვილი - ველომოგზაური, რომლის ჟინიც არასდროს ჩერდება
გალტ & თაგარტმა ADB-ის კონფერენციაზე მდგრად დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოცდილება გააზიარა
“AI -ის გამოყენება ბიზნესში“ — ტატა მომცელიძე საქართველოს ბანკის ვორკშოპიდან რჩევებს გვიზიარებს