
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, ტრამპის პირად წარმომადგენელს უკრაინაში, გენერალ კიტ კელოგს და საფრანგეთის მინისტრს ევროპულ საკითხებში, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეს არის ბრიუსელის ფორუმის მეორე და შემაჯამებელი დღე. პანელზე გამოდიოდნენ გენერალი კიტ კელოგი, რომელიც ტრამპის პირადი წარმომადგენელია უკრაინაში და ვესაუბრეთ საქართველოს მნიშვნელობაზე, რომ საქართველო უნდა იყოს მშვიდობის ნაწილი. საქართველოს დემოკრატიული პროევროპული, პროამერიკული არჩევანი აუცილებლად უნდა იყოს რეალიზებული. ასევე, ვესაუბრეთ ბენჟამინ ჰადადს, საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ვაიმერის საკითხების მნიშვნელობაზე, მაღალი დონის ჩართულობაზე იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |