სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი მიიღოს

რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი თავისი კონტროლის ქვეშ შეინარჩუნოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში­ განაცხადა.

უიტკოფმა დაადასტურა, რომ რუსეთში ვიზიტის დროს პუტინთან ტერიტორიულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, საუბრის დროს „პუტინი უკრაინის მიწაზე იყო კონცენტრირებული“.

ამავდროულად, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთმა უკრაინის იმ ხუთი რეგიონიდან, რომლებსაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შესაძლოა, ზოგიერთი მიიღოს, მაგრამ არა ყველა.

უიტკოფმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინას, შესაძლოა, ნაკლებად ადარდებდეს რუსულენოვანი რეგიონებით.

„როდესაც ამ ხუთი რეგიონის განხილვას იწყებთ - რუსეთი დაინტერესებულია მათით და, სხვათა შორის, უკრაინაც - მაგრამ თუ ზოგიერთი მათგანი ძირითადად რუსულენოვანია, მაშინ შესაძლოა უკრაინას ნაკლებად ადარდებდეს ისინი?“, - აღნიშნა უიტკოფმა.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ უკრაინაში ომის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უკრაინის ხუთ რეგიონზეა ორიენტირებული, რომლებსაც მოსკოვი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა კიევი მათ დასათმობად მზად არ არის.



12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა