პაატა მანჯგალაძე - რა უჯიშო სახეობაა ეს „ქოცი“ , ორი საათია ვერ არკვევენ, ვისი ბრძანებით დაგვთხარეს თვალები!

რა უჯიშო სახეობაა ეს „ქოცი“, მართლა! ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით დაგვთხარეს ჩვენ, ქართველებს, თვალები! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „წულუკიანის კომისია – ეს არის ღალატის კომისია“.

„რა უჯიშო სახეობაა ეს „ქოცი”, მართლა! გენერალ გოგავას პასუხს სთხოვდნენ – საომარ ვითარებაში მინისტრის მოადგილეს რატომ დაურეკაო… და ახლა ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით დაგვთხარეს ჩვენ, ქართველებს, თვალები!

წულუკიანის კომისია – ეს არის ღალატის კომისია. მისი მიზანია წაშალოს სიმართლე და ჩაანაცვლოს მტრის ვერსიით – თითქოს ომი საქართველომ დაიწყო, და არა რუსეთმა!

ეს აღარ არის მხოლოდ ისტორიის გაყალბება – ეს პირდაპირი ღალატია“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.



„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა